დიდყურა ზღარბი
დიდყურა ზღარბი ეტანება მხოლოდ ველებსა და ნახევრად უდაბნოებს. ცხოვრობს როგორც ქვიშიან, ისე თიხიან ნიადაგებში – გაურბის შავმიწა ნიადაგს. ზოგჯერ გვხვდება ადამიანებით დასახლებულ ადგილებში. ქვიშიან ნიადაგში შედარებით ღრმა სოროებს იკეთებს, სადაც დღე ისვენებ. ზოგჯერ კლდეების ნაპრალებსაც არ ერიდება, თუ ველებში მოხდა. ხშირად მსხვერპლი ხდება მინდვრის არწივებისა, რომლებიც ამ ზღარბს დღისით იჭერენ.
იკვებება მეტწილად ხოჭოებით, იკვებება აგრეთვე ბაყაყებით, ხვლიკებით და გველებიდაც. მეტად გაუმაძღარი რამ არის. მაგალითად, ს. ი. ოგნევის გადმოცემით ერთ დიდყურა ზღარბს 2 საათის განმავლობაში შეუჭამია 145 აპრილის ღრაჭა. ზამთარში სძინავს.
შვილებს შობს 4 – 7 მდე. ახალშობილი შვილები უსუსურებია და პირველ ხანებში არ შეუძლიათ მოკუნტვა, თვალები შემდეგ ეხილებათ. დედა ზღარბი ღორივით მიწვება მიწაზე და ისე აწოვებს ძუძუს შვილებს. შვილები გაზაფხულზე იბადებიან და ძილქუშის მიცემამდე ასაკოვანი ხდებიან.დიდყურა ზღარბის გავრცელების არეალი მოიცავს ხეთს და ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთის კუთხეს. ნაპოვნია არარატის მთის ძირას ერევნის სამხრეთით. საქართველოში თითქოს აღმოჩენილია აბასთუმანში, რაც მოსალოდნელია.
ჩვეულებრივი ზღარბი
zRarbi aris ზღარბისებრi ძუძუმწოვრების ოჯახი მწერიჭამიების რიგისა. ოჯახში 8 გვარის 20 სახეობაა, რომლებიც გაერთიანებულია 2 ქვეოჯახში: ვირთაგვასებრი ზღარბები და ნამდვილი ზღარბები . ნამდვილ ზღარბებს აქვთ მოკლე კუდი, ზურგზე ეკლები, კანქვეშა რგოლური კუნთები, რომელთა შეკუმშვის შედეგად სხეული მრგვალდება. გავრცელებული არიან ევროპაში, აზიის ზომიერ სარტყელში, ინდოეთსა და აფრიკაში. საქართველოში თითქმის ყველგან გვხვდება ჩვეულებრივი ანუ ევროპული ზღარბი იკვებება მწერებით, ჭიებით, პატარ-პატარა ხერხემლიანებით.
No comments:
Post a Comment